თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში 2019 წლის 18-20 ივნისს ჩატარდა ადგილობრივი კონფერენცია “სამეცნიერო ტერმინოლოგია VI”. კონფერენცია მიეძღვნა გამოჩენილი მეცნიერის, ძველი ქართული ტერმინოლოგიური სკოლის (X-XIIსს.) თვალსაჩინო მკვლევრის, დამანა მელიქიშვილის 80 წლის იუბილეს.