ლექსიკონის პრეზენტაცია

1368 912 magda

18 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც საუბარი შეეხება ქართულ ენაზე დარგობრივი ტერმინოლოგიის განვითარებას საქართველოში.ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს თავდაცვის, სხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომედგენლები, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებმა სამხედრო ტერმინთა ლექსიკონი შეადგინეს. შეისწავლეს ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი სამხედრო ტერმინები და შეიმუშავეს მათი ქართულ შესატყვისები; სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ლექსიკონი თსუ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა.
თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარატემნტის უფროსს, ბატონ ირაკლი უჯმაჯურიძეს გადაეცა მადლობის სიგელი ქართულ ტერმინთშემოქმედებაში, კერძოდ, ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის მოწესრიგებაში შეტანილი წვლილისათვის.