VI სამეცნიერო კონფერენცია ტერმინოლოგიაში

500 426 magda

2019 წლის 18, 19, 20 ივნისს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (მის.: ინგოროყვას ქუჩა, #8, სხდომათა დარბაზი) გაიმართება ადგილობრივი კონფერენცია ტერმინოლოგიაში – სამეცნიერო ტერმინოლოგია VI

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ტერმინილოგიის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევრებს.
· თეზისები მიიღება 2019 წლის 10 მაისის ჩათვლით;
· თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინებები მონაწილეებთან დაიგზავნება 5 ივნისამდე.
თეზისების გაფორმების წესი:
· მონაწილის სახელი და გვარი;
· ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
· შრიფტი – Sylfaen, ზომა – 12;
· დაშორება სტრიქონებს შორის – 1,5;
· სიტყვების რაოდენობა – არაუმეტეს 500 სიტყვისა.

გთხოვთ, თეზისები გადმოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
geoterms.ge@gmail.com

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება კრებულ „ტერმინოლოგიის საკითხებში“.