ისტორია


სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­კოლ ბე­რი­ძის სა­ხე­ლო­ბის ტერ­მნოლო­გი­ის ასოციაცია                            

                                            (მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი)

ენა­ში უცხო­ე­ნო­ვა­ნი სი­ტყვა-ტერ­მი­ნე­ბის ქა­ო­სუ­რი სიჭ­რე­ლე, ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­მუ­შა­ვე ცალ­კე­უ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ზოგ­ჯერ გა­უ­აზ­რე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა ტერ­მი­ნე­ბის თვით­ნე­ბუ­რად და­მკვიდ­რე­ბი­სა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ხაზს უს­ვამს იმ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მელ­შიც აღმო­ვჩნდით.

არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­აზ­რე­ბა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­სა და მა­თი გადა­წყვე­ტის გზებ­ზე ფიქ­რი და მსჯე­ლო­ბა გა­ხლავთ ყო­ველ­წლი­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნიც. სხვა­დას­ხვა დარ­გის წარმო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ვეც­ნო­ბით და გან­ვი­ხი­ლავთ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის მწვა­ვე სა­კი­თხებს. ამავ­დრო­უ­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სხვა ქვეყ­ნე­ბის ენობ­რივ პო­ლი­ტი­კას ვაც­ნობთ, ვუ­ზი­ა­რებთ მათს გა­მოც­დი­ლე­ბას ტერ­მი­ნოლ­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ.

ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას ევ­რო­პის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. სა­ფრან­გე­თის, ეს­პა­ნე­თის, შვე­დე­თის, ეს­ტო­ნე­თი­სა თუ სხვა ქვეყ­ნე­ბის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ ასო­ცი­ა­ცი­ებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრებ­ში ენის კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად მი­მდი­ნა­რე­ობს ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. გზა, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა გან­ვლეს, სა­მა­გა­ლი­თოა და სწო­რად გა­სა­აზ­რე­ბე­ლი!

ეს­ტო­ნე­თის ენობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ მო­ხსე­ნე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას (რო­მე­ლიც წი­ნა წელს წა­ვი­კი­თხეთ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე) უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბებს ეს­ტო­ნე­თის ენის ინ­სტი­ტუ­ტის­გან ვი­ღებ­დით. მათ­გან შე­ვი­ტყვეთ ევ­რო­პის ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის წევ­რიც უკ­ვე გა­ხლდათ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი. პირ­ვე­ლად სწო­რედ მა­შინ და­ვინ­ტე­რეს­დით ევ­რო­პის ასო­ცი­ა­ცი­ით.

ევ­რო­პის ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ასო­ცი­ა­ცია 1996 წელს და­ნი­ა­ში და­არ­სდა და 40-ამდე ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ ცენ­ტრსა თუ ენის ინ­სტი­ტუტს აერ­თი­ა­ნებს, თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. მი­სი მი­ზა­ნია: „მო­ამ­ზა­დოს სა­ფუძ­ვე­ლი სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ქმი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მო­წეს­რი­გე­ბის­თვის, აა­მაღ­ლოს ცნო­ბი­ე­რე­ბა ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ქმი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, ხე­ლი შე­უ­წყოს ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სფე­როს პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბას“.

ასო­ცი­ა­ცი­ის და­ფუძ­ნე­ბა პო­ინ­ტე­რის პრო­ექ­ტის (Pointer Project – Proposals for an Operational Infrastructure for Terminology in Europe) ფარ­გლებ­ში გადა­წყდა. პრო­ექტს, რო­გორც მრა­ვა­ლე­ნო­ვა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის (MLAP, 1994-1995) ნა­წილს, ევ­რო­კო­მი­სია აფი­ნან­სებ­და და მას­ში ევ­რო­პის მას­შტა­ბით 40-ამდე ტერ­მინ­ოლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მა­თი მი­ზა­ნი ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა გა­ხლდათ: “თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მყა­რო­ში ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის სწო­რად გამო­ყე­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ურ­თი­ერ­თო­ბის სწო­რად წარ­მარ­თვის­თვის. უამ­რა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ კომ­პა­ნია არამ­ხო­ლოდ ქვეყ­ნის შიგ­ნით, არა­მედ მის სა­ზღვრებს გა­რე­თაც იყე­ნებს და კრებს ტერ­მი­ნებს, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია… იმ “ინ­ფორ­მა­ცი­ულ ეპო­ქა­შიც” კი, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ, ძა­ლი­ან ცო­ტა თუ უდ­გე­ბა სა­კითხს გო­ნივ­რუ­ლად – კერ­ძოდ, ითა­ნამ­შრომ­ლონ ერ­თმა­ნეთ­თან ამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ფა­სე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად”. აქ­ვე ვკი­თხუ­ლობთ: “მე­ცნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გამო­სვლამ, ასე­ვე ახა­ლი ბაზ­რის გამო­ჩე­ნამ, და­გვა­ყე­ნა იმ გამო­წვე­ვე­ბის წი­ნა­შე, რო­მელ­თაც ტერ­მი­ნო­ლო­გებ­მა მხო­ლოდ ტერ­მინ­თა თავ­მოყ­რი­თა და არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მარ­თვა-მო­წეს­რი­გე­ბით უნ­და უპა­სუ­ხონ,”  პო­ინ­ტე­რის პრო­ექ­ტი .

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებ­თან ერ­თად და­ი­გეგ­მა სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კვლე­ვით ინ­სტი­ტუტ­სა თუ კომ­პა­ნი­ა­ში კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლის მი­ზანს ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გამო­ყე­ნე­ბის, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გამო­რკვე­ვა წარმო­ად­გენ­და. განი­ხი­ლე­ბო­და ასე­ვე მა­თი გა­მარ­თვა-მო­წეს­რი­გე­ბი­სა და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხიც. კვლე­ვა რამ­დე­ნი­მე ენა­ზე ჩა­ტარ­და და სა­კი­თხის სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­სა­აზ­რებ­ლად მხო­ლოდ სამ დარგს მო­ი­ცავ­და.

პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შის წარმო­დგე­ნი­სას გადა­წყდა, და­არ­სე­ბუ­ლი­ყო ევ­რო­პის ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ასო­ცი­ა­ცია, რო­მე­ლიც “მო­ამ­ზა­დებ­და სა­ფუძ­ველს სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ქმი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მო­წეს­რი­გე­ბის­თვის”. პრო­ექ­ტის პარ­ტნი­ო­რე­ბი იყ­ვნენ: ავ­სტრი­ის, ბელ­გი­ის, სა­ფრან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, სა­ბერ­ძნე­თის, იტა­ლი­ის, სკან­დი­ნა­ვი­ის, ეს­პა­ნე­თის, შვე­ი­ცა­რი­ის, ნი­დერ­ლან­დე­ბი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­ზო­გა­დო და კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად ტერ­მი­ნი ევ­რო­პა არ მო­ი­აზ­რებს მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას. ასო­ცი­ა­ცია თა­ნამ­შრომ­ლობს მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. ამ­გვა­რი შე­თან­ხმე­ბა უკ­ვე და­ი­დო EAFT-სა და Infoterm-ს (International Information centre for Terminology_ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი), Realiter-ს (Pan-Latin Terminology network – ლა­თი­ნუ­რე­ნო­ვა­ნი ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ქსე­ლი), LTT-ს (Network Lexicologie Terminologie Traduction) და ELRA-ს (European Language Resources Association – ევ­რო­პულ ენა­თა რე­სურ­სე­ბის ასო­ცი­ა­ცია) შო­რის.

ასო­ცი­ა­ცია აქ­ტი­ურ სა­ქმი­ა­ნო­ბას ეწე­ვა – ატა­რებს ყო­ველ­წლი­ურ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებს, მაგ., რო­მა­ნუ­ლი ენე­ბი (ენობ­რი­ვი) გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ეპო­ქა­ში, 2017, ბუ­ქა­რეს­ტი (Romanian Language in the (Linguistic) Globalization Era, Bucharest, 2017); კონ­ფე­რენ­ცია სლა­ვუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ, 2017, ვარ­შა­ვა (Conference on Slavic Terminology, Warsaw, 2017), ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სე­მი­ნა­რი ზაგ­რებ­ში, 2013 (Terminological Seminar in Zagreb 2013); სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია ბუ­ქა­რესტ­ში, 2011 (International Conference in Bucharest 2011) და ა.შ.

ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლეა, სიმ­პო­ზი­უ­მე­ბი, სა­მუ­შაო შე­ხვედ­რე­ბი. აქვთ ასე­ვე სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა. 2002 წლი­დან დღე­მდე იმარ­თე­ბა ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მი­ტე­ბი. პირ­ველ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ სა­მიტ­ზე, რო­მე­ლიც ბრი­უ­სელ­ში 2002 წელს ჩა­ტარ­და, მი­ი­ღეს ბრი­უ­სე­ლის დეკ­ლა­რა­ცია. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ღე­ბის მი­ზანს ისე­თი დო­კუ­მენ­ტის შე­დგე­ნა წარმო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც ხაზს გა­უს­ვამ­და ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. მას­ში გან­ხი­ლუ­ლია ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბი და მრა­ვა­ლე­ნო­ვა­ნი დარ­გობ­რი­ვი ენის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლებ­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. დო­კუ­მენტს ხე­ლი მო­ა­წე­რეს სხვა­დას­ხვა ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარმო­მად­გენ­ლებ­მა და იგი რამ­დე­ნი­მე ენა­ზე ითარ­გმნა.

ტერ­მინ­ოლო­გი­უ­რი კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის, ასე­ვე მო­მა­ვა­ლი სა­ქმი­ა­ნო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, ყო­ველ მე­ო­რე წელს გა­ი­ცე­მა ჯილ­დო – სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო გამო­ყე­ნე­ბი­თი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის (ARD);

სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის დარ­გის თე­ო­რი­ულ/ფუნ­და­მენ­ტურ კვლე­ვა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის (TFR) 

EAFT-ის ახა­ლი მმარ­თვე­ლი სა­ბჭო 2014 წლის გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე, ბარ­სე­ლო­ნა­ში, და­მტკიც­და და ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად და­ი­ნიშ­ნა ჰენ­რიკ ნილ­სო­ნი (შვე­დე­თის ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი, TNC).

EAFT-ის წევ­რი გა­ხლავთ: ეს­პა­ნე­თის, ირ­ლან­დი­ის, პორ­ტუ­გა­ლი­ის, ბელ­გი­ის, იტა­ლი­ის, ლუქ­სემ­ბურ­გის, სა­ფრან­გე­თის, და­ნი­ის, ეს­ტო­ნე­თის, ლიტ­ვის, ლატ­ვის, სა­ბერ­ძნე­თის, სლო­ვა­კე­თის, ხორ­ვა­ტი­ის, ნორ­ვე­გი­ის, შვე­დე­თის, უნ­გრე­თის, ავ­სტრი­ის ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი თუ ენის ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და უკვე სა­ქარ­თვე­ლოც მათ რი­გებ­შია.

ჰყავთ ასე­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წევ­რე­ბი: 50-ამდე პი­რი სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ტი­დან თუ ასო­ცი­ა­ცი­ი­დან.

EAFT-ის წევ­რი გა­ხდა სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­კოლ ბე­რი­ძის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცია, რო­მე­ლიც 2017 წლის 27 ივ­ნისს და­ფუძ­ნდა.

ბა­ტო­ნი ჰენ­რიკ ნილ­სო­ნი  გამო­ეხ­მა­უ­რა ჩვენს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ასო­ცი­ა­ცი­ა­ში. “მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ გამო­თქ­ვით სურ­ვი­ლი ევ­რო­პის ასო­ცი­ა­ცი­ას­თან გა­წევ­რი­ა­ნე­ბი­სა. ვგეგ­მავთ გა­ფარ­თო­ე­ბას. თქვენ კი პირ­ვე­ლე­ბი  იქ­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან. იმედს გამო­ვთქვამთ, და­გვი­ჭერთ მხარს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებთ ჩვენს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში და ამ­გვა­რად გა­რკვე­ულ წვლილს შე­ი­ტანთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ქმი­ა­ნო­ბა­ში”, – გვწერ­და ჰენ­რიკ ნილ­სო­ნი, EAFT- ის პრე­ზი­დენ­ტი.

ევ­რო­პის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტ­მა, ბა­ტონ­მა ჰენ­რიკ ნილ­სონ­მა, გამო­თქვა სურ­ვი­ლი თბი­ლის­ში ჩამო­სვლი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბის, არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და იმ გამო­წვე­ვე­ბის გა­ცნო­ბი­სა, რომ­ლის წი­ნა­შეც ვდგა­ვართ. წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტარ­დე­ბა პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ში – ტერ­მი­ნო­ლო­გია – მე­მკვიდ­რე­ო­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა  და ბა­ტო­ნი ჰენ­რი­კი ევ­რო­პის ასო­ცი­ა­ცი­ის სხვა წარმო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად უკ­ვე მო­წვე­უ­ლია კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად.

ასო­ცი­ა­ცია იც­ნობს ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კას ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბის მი­მართ, იზი­ა­რებს მათ გა­მოც­დი­ლე­ბას და სწო­რედ აქე­დან გამო­მდი­ნა­რე, გადა­წყდა, გა­ვმხდა­რი­ყა­ვით ევ­რო­პის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის სახელით. ქართველ ტერმინოლოგთა საზოგადოების შექმნის იდეა სწორედ ტერმინოლოგიური მუშაობის გაფართოებისა და გაერთიანების  სურვილით გაჩნდა.

1941 წლი­დან ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად განათ­ლე­ბის სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ატ­თან არ­სე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ბჭოდ ჩამო­ყა­ლიბ­და, მო­გვი­ა­ნე­ბით კი ცენ­ტრა­ლურ სა­მეც­ნი­ე­რო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ კო­მი­ტე­ტად, ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­და. 1943 წლი­დან კი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის  სა­მეც­ნი­ე­რო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად  ვუ­კოლ ბე­რი­ძე და­ი­ნიშ­ნა.

ვუ­კოლ ბე­რი­ძე ოც­და­ათ წელ­ზე მე­ტხანს ედ­გა სა­თა­ვე­ში ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ მუ­შა­ო­ბას და თავ­და­უ­ზო­გა­ვად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ამ სა­ქმეს. მი­სი რე­დაქ­ცი­ით გამო­ვი­და ბევ­რი დარ­გობ­რი­ვი ლექ­სი­კო­ნი: სა­მშე­ნებ­ლო (1926), ფი­ზი­კი­სა და ელექ­ტრო­ტექ­ნი­კის (1928), ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის (1928), ნორ­მა­ლუ­რი ანა­ტო­მი­ის (1930), ბიბ­ლი­ო­თე­კათ­მცოდ­ნე­ო­ბის, ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­ი­სა და პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სა­ქმის (1932), ტექ­ნი­კუ­რი (1935), მე­მცე­ნა­რე­ო­ბის (1938), ენ­ტო­მო­ლო­გი­ის (1938), სა­ა­ვი­ა­ციო (1945), სა­მე­დი­ცი­ნო (1947), ნი­ა­დაგ­მცოდ­ნე­ო­ბი­სა (1950) და სხვა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სრუ­ლი, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ან­და სხვა­დას­ხვა დარ­გი – 1977 წლის ტექ­ნი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გია გა­ხლავთ. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გამო­ცე­მის გამო ვუკ. ბე­რი­ძეს (გარდა­ცვა­ლე­ბის შემ­დეგ) ავ­ტორ­თა მთელ ჯგუფ­თან ერ­თად გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია მი­ა­ნი­ჭეს.

განუ­ზომ­ლად დი­დია მი­სი, რო­გორც მე­ცნი­ე­რის ღვაწ­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ: „ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის სა­კი­თხებ­თან ერ­თად, იგი წარ­მა­ტე­ბით იკ­ვლევ­და რუს­თვე­ლო­ლო­გი­ის სა­კი­თხებს, ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობ­და დი­ა­ლექ­ტო­ლო­გი­ის დარგ­ში, იგი ავ­ტო­რია პირ­ვე­ლი დი­ა­ლექ­ტუ­რი ლექ­სი­კო­ნი­სა, რო­მელ­საც დღე­საც არ და­უ­კარ­გავს თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა“ (ბარ­კა­ვა, კვა­ჭა­ძე, 2006:5).

„ყო­ვე­ლი ერი, რო­მე­ლიც სრულ კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას ეტა­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს მე­ცნი­ე­რუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას,” − წერ­და ვუკ.  ბე­რი­ძე. მას სწამ­და: „ტერ­მი­ნო­ლო­გია ის სა­ფუძ­ვე­ლია, რო­მელ­საც ემ­ყა­რე­ბა წე­რი­ლო­ბი­თად გა­ფორ­მე­ბუ­ლი ცოდ­ნის ესა თუ ის დარ­გი. უტერ­მი­ნო­ლო­გი­ოდ არ არ­სე­ბობს, არც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, არც ერ­თი სა­გა­ნი, რა ში­ნა­არ­სი­საც არ უნ­და იყოს იგი“ („მე­ცნი­ე­რე­ბა და ტექ­ნი­კა“, 1952:29). ამ სი­ტყვე­ბის გამო­ძა­ხი­ლია მი­სი სა­ქმი­ა­ნო­ბაც.

ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ში გა­წე­უ­ლი ფას­და­უ­დე­ბე­ლი ამა­გის გამო შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცეს მი­სი სა­ხე­ლი. სწო­რედ ამი­ტომ შე­მთხვე­ვი­თი არაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ასო­ცი­ა­ცია ვუ­კოლ ბე­რი­ძის სა­ხელს ატა­რებს.

ასო­ცი­ა­ცია, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, 2017 წლის 27 ივ­ნისს და­ფუძ­ნდა. და­მფუძ­ნებ­ლე­ბი გა­ხლავთ: და­მა­ნა მე­ლი­ქი­შვი­ლი, ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ია, ნე­ლი მა­ხა­რა­ძე, ქე­თე­ვან და­თუ­კიშ­ვი­ლი, ლია ქა­რო­სა­ნი­ძე,  ნი­ნო და­თე­ში­ძე, ნა­თე­ლა მუ­ზაშ­ვი­ლი, მა­რი­ნა ოსა­ძე, ინ­გა ჯი­ბუ­ტი, ანა ხურ­ცი­ლა­ვა.

და­მფუძ­ნე­ბელ­თა კრე­ბა ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბა­ში და დღის წეს­რი­გის თა­ნახ­მად, ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რედ ერ­თხმად აირ­ჩი­ეს ქალ­ბა­ტო­ნი ლია ქა­რო­სა­ნი­ძე.

ასო­ცი­ა­ცი­ის მიზ­ნე­ბია:

ა) ევ­რო­პის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ სტან­დარ­ტებ­ზე და­ყრდნო­ბით, ეროვ­ნუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა და ენის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გა­თვა­ლის­წი­ნე­ბით მო­ემ­სა­ხუ­როს ქარ­თუ­ლი ენის სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ის სა­ქმეს;

ბ) ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სე­ბის კვლე­ვა; იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­გრძე­ლე­ბა და სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, რომ­ლე­ბიც უკ­ვე არ­სე­ბობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით;

გ) ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის შექ­მნა, რაც გუ­ლის­ხმობს ტერ­მინ­თშე­მოქ­მე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის ურ­თი­ერთთა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­ა­გენ­ტო­ებ­სა თუ კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში;

დ) ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ლექ­სი­კო­ნე­ბის, ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის პორ­ტა­ლი­სა და ტერ­მინ­თა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შექ­მნა, რო­მელ­შიც არ­სე­ბუ­ლი ტერ­მი­ნე­ბი და ტერ­მინ­თა კრე­ბუ­ლე­ბი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა; ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ფარ­თო გა­ვრცე­ლე­ბა (ტერ­მინ­თა ბა­ზებ­სა თუ სხვა წყა­რო­ებ­ზე სა­ზო­გა­დო წვდო­მა, ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­სა და ლექ­სი­კო­ნებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა); სა­მთავ­რო­ბო უწყე­ბე­ბი­სა და კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი მო­მსა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა;

ე) ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მის შე­დგე­ნა და სა­სწავ­ლო მა­სა­ლე­ბის მო­მზა­დე­ბა და სხვა.

წეს­დე­ბით გა­თვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, წევ­რო­ბის უფ­ლე­ბა აქვს  „აკა­დე­მი­ურ სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით ცენ­ტრებ­ში, მუ­ზე­უ­მებ­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში მოღ­ვა­წე სხვა­დას­ხვა დარ­გის მე­ცნი­ერს, ფი­ზი­კურ ან იუ­რი­დი­ულ პირს, რო­მე­ლიც იზი­ა­რებს ასო­ცი­ა­ცი­ის მიზ­ნებს“(სტა, წეს­დე­ბა).

თავ­მჯდო­მა­რის გადა­წყვე­ტი­ლე­ბით ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­პა­ტიო წევ­რის მი­ღე­ბა. „სა­პა­ტიო წევ­რად შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღონ პი­რი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ქმი­ა­ნო­ბას“ (სტა, წეს­დე­ბა).

ასო­ცი­ა­ცას უკ­ვე ჰყავს სა­პა­ტიო წევ­რე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს მე­ცნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის ნა­მდვი­ლი წევ­რი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ქალ­ბა­ტო­ნი მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე;

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ცნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, ფი­ლო­ლო­გი­ის მე­ცნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ბა­ტო­ნი თა­მაზ გა­მყრე­ლი­ძე;

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ცნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, ეკო­ნო­მი­კურ მე­ცნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ბა­ტო­ნი ვლა­დი­მერ პა­პა­ვა;

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტის სა­მეც­ნი­ე­რო სა­ბჭოს თავ­მჯდო­მა­რე ბა­ტო­ნი ოთარ გა­მყრე­ლი­ძე;

ინ­დი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ქალ­ბა­ტო­ნი  დო­დო­ნა კი­ზი­რია;

ტერ­მი­ნო­ლო­გი­ურ მუ­შა­ო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის ჩვე­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მე­რი ჯან­და­გაშ­ვი­ლი და ნა­ტო ბურ­ჭუ­ლა­ძე;

იმედს გამო­ვთქვამთ, რომ ასო­ცი­ა­ცია წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თმევს თავს და­სა­ხულ მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებს.