თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილებაში იქმნება ქართული ტერმინთსაცავი, რომელიც არსებითად გააადვილებს ქართული ტერმინოლოგიური ლექსიკონების სარედაქციო სამუშაოებს. მასში თავს იყრის უმნიშვნელოვანესი მასალა, კერძოდ:
- სხვადასხვა დროის დარგობრივი ლექსიკონები;
- ინსტიტუტში დაცული ხელნაწერი ფონდები;
- უმნიშვნელოვანესი ოქმები, რომლებშიც XX საუკუნის ტერმინოლოგიური საკითხების შესახებ გამართული სხდომების ჩანაწერებია დაცული;
- დარგის სპეციალისტების მიერ სხვადასხვა დროს გამოთქმული შენიშვნები;
- ძველი ქართული ტერმინოლოგიური მასალა;
- არასალიტერატურო ფონდი;
- სხვადასხვა გაზეთში შემონახული ტერმინოლოგიური მასალა;
- ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფია თემატური საძიებლებით.
ტერმინთბანკში უსწრაფესად მოვიძიებთ:
- ყველა სინონიმს;
- ტერმინის ისტორიას;
- ტერმინებს სხვადასხვა მაწარმოებლის მიხედვით;
- ტერმინთა განმარტებებს;
- სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ინფორმაციას.
ტერმინთბანკის შექმნაში მონაწილეობს საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის ასოციაცია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, პროგრამა შექმნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის (ხელმძღვანელი ირაკლი უჯმაჯურიძე) მიერ.
ქართული ტერმინთსაცავის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ სტატია