სემინარი თემაზე: „ქართული ტერმინთბანკი“

2048 1364 magda

1-ლ დეკემბერს ტექინფორმის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე: „ქართული ტერმინთბანკი (ელექტრონული რესურსები ტერმინოლოგიის კორპუსისათვის)“

მოხსენება წარადგინა თსუ-ს არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი განყოფილების გამგემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ლია ქაროსანიძემ.

განიხილეს ქართული ტერმინთბანკის შექმნის მიზნები, ტერმინების დამუშავების პრინციპები, დარგობრივი ტერმინოლოგიის შექმნის გზები და სხვა საკითხები.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და სასწავლო უნივერსიტეტების წამყვანმა სპეციალისტებმა თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან.