ევროპის ტერმინოლოგიის ასოციაციის სამიტი 2018

900 300 magda

2018 წლის 22-23 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ სან სებასტიანში ევროპის ტერმინოლოგიის ასოციაციისა და UZEI-ს (ბასკეთის ტერმინოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის ცენტრის) ორგანიზებით ჩატარდა ევროპის მეცხრე ტერმინოლოგიური სამიტი. სამიტის სამუშაო თემა იყო: „ტერმინოლოგიის შექმნა, მართვა და შეფასება შედეგიანი მუშაობისთვის“.
სამიტის მიზანია შეაჯამოს ასოციაციის ორწლიანი მუშაობის შედეგები. ევროპის ტერმინოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი ჰენრიკ ნილსონი მთავარ საანგარიშო მოხსენებაში შეეხო საქართველოში ახლად შექმნილ ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიურ საზოგადოებას, საქართველოში გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციას, აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში იქმნება ქართული ტერმინთბანკი, რომელსაც, მისივე შეფასებით, მრავალი და საინტერესო ფუნქცია აქვს. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ის, რომ ჰენრიკ ნილსონმა თავისი გამოსვლა ვუკოლ ბერიძის სიტყვებით დაასრულა: „ყოველი ერი, რომელიც სრულ კულტურულ ცხოვრებას ეტანება, აუცილებლად საჭიროებს მეცნიერულად დამუშავებულ ტერმინოლოგიას”.
აღსანიშნავია, რომ ტერმინოლოგიის სამიტთან ერთად 22 ნოემბერს ჩატარდა გენერალური ასამბლეა, ხოლო 23 ნოემბერს – დაჯიდლოების ცერემონიალი. საერთაშორისო ჯილდო ტერმინოლოგიაში ყოველ ორ წელიწადში გაიცემა.
ევროპის ტერმინოლოგიის საზოგადოების მთავარი მიზანია, ტერმინოლოგიური მუშაობის სწორად წარმართვა, სხვადასხვა ქვეყნის ტერმინოლოგიურ საზოგადოებებს შორის ურთიერთობა. სამიტის მუშაობისას დაიგეგმა მომავალი სამეცნიერო შეხვედრები, რისთვისაც უღრმეს მადობას ვუხდით ევროპის ტერმინოლოგიურ საზოგადოებასა და მის პრეზიდენტს, ქართული ტერმინოლოგიური საზოგადოების მეგობარსა და მხარდამჭერს – ბატონ ჰენრიკ ნილსონს – და მთელ მის შესანიშნავ გუნდს.