ლია ქაროსანიძის საანგარიშო მოხსენება სახელმწიფო ენის დეპარტამენტში

2048 1365 magda

2019 წლის 2 აპრილს  სახელმწიფო ენის დეპარტამენტში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელმა ლია ქაროსანიძემ წაიკითხა საანგარიშო მოხსენება  “თანამედროვე ქართული ტერმინოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები”.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,  ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ვაჟა შენგელია, ექსპერტთა კომისიის წევრები, ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.